ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დემჩენკოს ფავორიტი - ევროტურნირებამდე ბათუმის "დინამო" უკრაინელი მეკარით აპირებს გაძლიერებას

Sport.ua-ს ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" "მინაის" 21 წლის უკრაინელი გოლკიპერის, ოლექსანდრ კემკინის დამატება სურს.
ახალგაზრდა კარის დარაჯის მიწვევა პირადად საქართველოს ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლექსანდრ დემჩენკოს სურვილია, რომელიც კიპერს ზაპოროჟიეს "მეტალურგის" სისტემიდან იცნობს.
კემკინი სწორედ "მეტალურგის" აღზრდილია, შემდეგ დონეცკის "შახტარში" ირიცხებოდა, ბოლო სეზონი კი "მინაიში" გაატარა, რომელიც უკრაინის პრემიერლიგიდან გავარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.