"დილამ" ბათუმში მოიგო, თბილისის "დინამო" "კოლხეთთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში ორი მატჩი გაიმართა.
„დილამ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა ბათუმის „დინამო“ და ლიდერობა განიმტკიცა. დუბლი ვაუტერმა შეასრულა, რომელსაც ისევე როგორ „ტორპედოს“ თავდამსხმელ იონსენს, 9 გოლი აქვს გატანილი და ისინი ჩემპიონატის ბომბარდირები არიან.
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მოისწრაფიშვილის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით ფრეს მიაღწია „კოლხეთთან“. ორივე გუნდი 19-19 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. ფოთელთა გუნდის ნახევარმცველმა მელქაძემ საჯარიმოდან დალაშქრა დედაქალაქელთა კარი. მან ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
დინამო (ბთ) - დილა 0:2
გოლები: 0:1 ვაუტერი (71), 0:2 ვაუტერი (78)
კოლხეთი - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 0:1 სანტისი (3), 1:1 ხარებავა (20), 2:1 მელქაძე (65), 2:2 მოისწრაფიშვილი (90+2)
28 მაისს დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება:
სამგურალი - ტორპედო
გაგრა - იბერია 1999
თელავი - სამტრედია
დილას და ტორპედოს ჭიდილი იქნება საბოლოოდ მგონია, ტორპედომაც დაიწყო ქულების დაგროვება და გამარჯვებულიც ამ ორიდან ერთერთი იქნება. ბათუმის დინამოზე იმის თქმა შემიძლია რომ ლამაზი ქალაქი და სტადიონი აქვთ, ფეხბურთი ჭე კლასი, ასე უთავბოლოდ როდემდე უნდა ირბინონ, არანაირი მონახაზი, არანაირი მწვრთნელის ხელი. მოკლედ წელს ღირსეული ჩემპიონი გვეყოლება რომელიც ფეხბურთს ითამაშებს და არ შერცხვება მომდევნო საკვალიფიკაციოზე, ეს იქნება გორი ან ქუთაისი. დინამო თბილისი უკომენტაროდ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.