არქივი2 თებერვალი, 2025, 23:55
„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ კორუფციითაა გაჟღენთილი - ილან მასკი

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) კორუფციითაა გაჟღენთილი.
„უკიდურესად შემაშფოთებელია. NED-ი კორუფციითაა გაჟღენთილი“, – წერს ილონ მასკი.
მასკმა მოუწოდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ჩამოთვალონ „ყველა ის ბოროტება“, რაც „დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა“ ჩაიდინა.
კიდევ ერთ პოსტში კი მასკი აღნიშნავს, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ თაღლითობაა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.