არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ

არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე USAID-ის დახურვის დაანონსებისა და ქართველი რადიკალების ახალი სტრატეგიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, ახლა გახდება ცნობილი ქართველი რადიკალები ღირებულებების ერთგულნი იყვნენ თუ ჩარიცხული მილიონების.
„დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა “ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი “ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ USAID-ის ნაცვლად იქნება სხვა ორგანიზაცია, რომელიც ახალი პრინციპით გასცემს გრანტებს და არ იქნება გასაკვირი თუ გიგაური და სხვა რადიკალები ტრადიციების დამცველები გახდებიან, რადგან მათთვის მთავარი არა პრინციპები, არამედ ფინანსური ღირებულებებია.
“ახლა გავიგებთ, ჩვენი მდიდარი ენჯეო სექტორი იმ ღირებულებებისადმი იყვნენ ერთგულნი თუ მხოლოდ მილიონების? დავინახავთ, მარტო დატოვებენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თუ კვლავ იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად შიშველი ხელებით, მხოლოდ იდეის დონეზე? ბუნებრივია, ისინი ლიბერალები არიან და საერთო ღირებულებები აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ფინანსური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის.
არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, რომ გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ, ხმალამოწვდილებმა “დაიცვან” ეკლესია, რწმენა, ოჯახური ღირებულებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ქალსა და კაცს შორის უფლის მიერ დაწესებული ურთიერთდამოკიდებულებაც კი. რას იზამ, როცა მიჩვეული ხარ განცხრომით ცხოვრებას, აზრი აღარ აქვს ვის უფლებებს იცავ, მთავარია ფული აიღო.
“დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა “ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი “ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ. იმედია, ქართველი ლიბერალების პატრონები ამერიკის სენატში ტექსტს თუ არა, რეზოლუციის დასათაურებას მაინც შეცვლიან, რადგან კოშმარი უკვე საკუთარ სახლში აქვთ,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება