ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დევიდ ლემი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს

დევიდ ლემი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს ევროპელ კოლეგებს უმასპინძლებს, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და რეგიონული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ ლემი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
„დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა მხოლოდ უკრაინის მომავალს არ ეხება - ის მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალურია“, - აღნიშნა ლემმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები შაბათს კიევში ჩავიდნენ, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის მოწოდებისთვის 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის შეთანხმებას რამდენიმე დღეში არ დათანხმდებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.