ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ანდრეი სიბიგა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ანდრეი სიბიგა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, დღეს დილით თურქეთში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.
„ჩვენი შემდგომი ნაბიჯების, აშშ-თან თანამშრომლობისა და უკრაინასა და მთელ ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელების შესახებ შევთანხმდით“, - წერს ანდრეი სიბიგა.
შეგახსენებთ, დღეს ანტალიაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კი რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზნით თურქეთში იმყოფება. ანდრეი სიბიგა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს უკვე შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.