არქივი15 თებერვალი, 2025, 20:39
დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრაციას მოქალაქეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით შეუერთდნენ.
მთავარი მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.
პარალელურად, ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები სოლიდარობის ნიშნად გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ოფისთან მივიდნენ.
მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს დაკავებული მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მოგვიანებით, შეკრებილებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.