ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც მიიღეს.
„აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც მიიღეს.
პარალელურად კი, ბიბლუსმა „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ერთად სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.