არქივი8 აპრილი, 2024, 16:20
ახმეტის კულტურის სახლში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
7 აპრილს ახმეტის კულტურის სახლში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ღვაწლმოსილი მედიკოსები და ახმეტის კლინიკის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა სიტყვით მიმართა დამსწრე მედიკოსებს, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.