არქივი8 თებერვალი, 2024, 11:44
დედაეკლესიას ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან დავიცავთ – კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაიცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„სახელმწიფო სეკულარული პრინციპის დაცვით იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან”, – თქვა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.