პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
მიუსაფარი ცხოველების ე.წ. “სელექციური ევთანაზია” არის სასაკლაოს დაკანონება. ასე ხდება რუსეთში და ბელორუსში. ნუ იქ ადამიანებსაც კლავენ და საჯაროდ კითხვებიც არავის უჩნდება (ჩვენც არ გვიკლია ბევრი ეს წითელი ხაზიც გადაიკვეთოს ასე თუ გაგრძელდება).
ცხოველებთან თანაცხოვრება თუ არ ვისწავლეთ მათზე ზრუნვით და საერთო უსაფრთხო გარემოს შექმნით და არა მიუსაფრების ხოცვით, სასტიკ და დაუნდობელ საზოგადოებად გადავიქცევით. ხოდა ასწავლეთ ბავშვებს მათზე ზრუნვა, მათ მიმართ ემპათიის გამოხატვა, რომ კარგი და გულისხმიერი მოქალაქეები გაიზარდონ 

პ.ს. ამ იდეის ინიციატორებზე არაფერს ვიტყვი, უფრო სწორედ ვერც ვერაფერს ვიტყვი… ან და რა არის სათქმელი? თავად ამბობენ ყველაფერს საკუთარ თავსა და ღირებულებებზე.




