„დგახართ ასე უტიფრად და ისევ ევროკავშირს უკიტინებთ თითს “იიიი გახსენით და ვაწეეერთ”.. აეეე, ტაში ლამზირააა..“ – გიორგი ფოფხაძე მამუკა მდინარაძეს

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე მამუკა მდინარაძეს მიმართავს:
„ბიჯოო, ვიცი რომ დიდად ევროკავშირის ცოდნით ვერ დაიკვეხნი ვერც შენ და ვერც მთელი შენი საქოცეთი მარააა აწი რომ იცოდე და აღარ იჯღავლო “გახსენით და ვაწერთო”
აბა მისმინე ახლა კაათ: ევროკავშირის წესდებაში შავით თეთრზე წერია რომ, კანდიდატ ქვეყანასთან გაწევრიანების , მოლაპარაკებები იხსნება მხოლოდ და მხოლოდ მას მერე, რაც ეს ქვეყანა შეასრულებს კომისიის მიერ გაცემულ დავალებებს, რეკომენდაციებს და დაიდება ევროკომისიის მიერ დადებითი შეფასება.
ხოო და ახლა მითხარით გეთაყვა იმ 9 პუნქტიდან რაც ევროკავშირმა დავალებად მოგვცა რამე შესრულთ?.. არაა?
აბა ვის რას თხოვთ?
იმის მაგივრად რომ გამოხვიდეთ და პირობა დადოთ აღებულ ვალდებულებებს შევასრულებთო, ადექით და საერთოდ ვხურავთ საკითხსო განაცხადეთ და ახლა მთელი ქვეყანა რო აგიჯანყდათ. დგახართ ასე უტიფრად და ისევ ევროკავშირს უკიტინებთ თითს “იიიი გახსენით და ვაწეეერთ”..
აეეე, ტაში ლამზირააა..“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა