ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაღესტანში თავდამსხმელებმა ეკლესიისა და სინაგოგის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

სროლა დაღესტანში – დერბენტსა და მაჰაჩყალაში მძიმე ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ყელი გამოჭრეს. გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა იქვე მდებარე სინაგოგაზეც, რომელიც თავდამსხმელებმა გადაწვეს. განვითარებული მოვლენების შედეგად, არიან დაჭრილები და მოკლულები. მაჰაჩყალაში ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციასთან.
როგორც რუსულ პროპაგანდისტულ TASS-სდაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, დაახლოებით 18:00 საათზე [მოსკოვის დროით], დერბენტში უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სინაგოგასა და ეკლესიას.
გამოცემა РИА Новости-ის წინასწარი ცნობებით, თავდასხმის შედეგად დერბენტში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ექვსი პოლიციელია მოკლული, ხოლო ასევე დაჭრილია 12 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაღესტანში შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.