არქივი10 მაისი, 2024, 14:37
დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა საზოგადოებაზე – ნიდერლანდების საელჩო
“დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ” – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საელჩო ავრცელებს.
“დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება”– აცხადებს საელჩო
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.