ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო, მიუღებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა – EU-ს პრესსპიკერი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა.
“საქართველო: მიუღებელია, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. EU მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება.” – წერს მასრალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.