დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს სათანადო მკურნალობას, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია | ენმ CPT-ს ანგარიშზე

დასტურდება, რომ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია | ენმ CPT-ს ანგარიშზე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტია ამბობს, რომ კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი “ვივამედში” ვერ იღებს სათანადო მკურნალობას, არამედ, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. პარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
“პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა დაანონსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს და საქმეების არაღძვრის წინაპირობად საჯაროდ მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ს კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ ს უშიშროების სამსახურის ოფიცრობისთვის სანქცირებული ოთარ ფარცხალაძეა. სააკაშვილის საქმეებს სასამართლოში წარმართავენ და/ან კურირებენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობაა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული. ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაა, რომ კლინიკა „ვივამედში“ არის „სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.“ ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ითხოვს, რომ „ვივამედში“ პენიტენციურ პაციენტებზე მომხდარ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით მიეწოდოს ინფორმაცია. როგორც ცნობილია, „ვივამედში“ გადაყვანისას პრეზიდენტ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს. ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ სათანადოდ არ კეთდება სამედიცინო ჩანაწერები, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში. ასევე არ არის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. უფრო მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომების სათანადო კვლევაც კი არ ჩატარებულა. კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი. ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკურ მართლმსაჯულებით და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი”, – წერია განცხადებაში.