დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად კი ირაკლი კოძახიძე დაინიშნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
„გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უწყების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს, რასაც მიმდინარე საკადრო ცვლილებები ხელს შეუწყობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!