გენერალურმა პროკურორმა აჭარის პროკურატურის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, გიორგი ცხოვრებაძე წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, გიორგი ცხოვრებაძე წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ცხოვრებაძე ზესტაფონის რაიონული პროკურორის პოზიციას იკავებდა. საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ზაზა მეტონიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად დაინიშნა.
„გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.
ასევე ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე.
როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია