ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარის განმეორება სურს” – ლავროვის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში აცხადებს:
„ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს საქართველოში ვითარების ესკალაციისკენ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილების „მაიდანის“ სცენარის განხორციელების მცდელობა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი წყაროს შექმნის იმედით“
გალუზინმა ყურადღება გაამახვილა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზეც:
„ეს ყველაფერი არის ნეოკოლონიალური პრაქტიკის საზიზღარი მაგალითები ქვეყნებზე, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობენ“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.