“დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას, გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება” | ნეთანიაჰუ

, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერს ს განზრახვას გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება [ჰამასი]”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ განაცხადა.
ნეთანიაჰუს აზრით, ისრაელს სჭირდება გარანტიები, რომ “ღაზას ისრაელის თავდასხმისთვის ბაზად არასდროს გამოიყენებენ. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მისი სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა და ღაზაზე პოლიტიკური ბატონობის დასრულება.”
პრემიერმინისტრმა ომში პალესტინის ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სკოლებმა ბავშვებს უნდა ასწავლონ სიცოცხლის დაფასება და არა სიკვდილის, ასევე იმამებმა ებრაელთა მკვლელობის ქადაგება უნდა შეწყვიტონ.
“მოლოდინი, რომ პალესტინის ხელისუფლება ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, ეს არის სიზმარი. როდესაც “ჰამასი” განადგურდება, ღაზა დემილიტარიზდება და პალესტინის საზოგადოება დაიწყებს დერადიკალიზაციის პროცესს, ღაზა შეიძლება აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივები რეალობად იქცეს”, – ამბობს ნეთანიაჰუ.