დარწმუნებული არ ვარ, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია- მარკო რუბიო

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ხალხთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“ – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მედიასთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები ირანში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდნენ.
რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს.
„მისი ბალისტიკური რაკეტების პრიგრამის შეზღუდვას , რეგიონში ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას, ბირთვულ პროგრამასა და საკუთარი ხალხისადმი სატანადო მოპყრობას“,- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით კი მარკო რუბიოს აზრით, ქვეყნებს შორის შეხვედრა შესაძლოა საერთოდ არ შედგეს.
„ჩვენ მივიჩნევდით, რომ თურქეთში უკვე გვქონდა დადგენილი ფორუმი, თუმცა ირანიდან წამოსული წინააღმდეგობრივი ცნობების შემდეგ დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამის მოგვარებას“, – აღნიშნა -ს სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!