ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანილოვი: ყურადღებით ვაკვირდებით მათ, ვინც პუტინს არჩევნებში "გამარჯვებას" ულოცავს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა ყურადღებით აკვირდება მათ, ვინც ვლადიმირ პუტინს არჩევნებში ე.წ. გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ დანილოვი Українська правда-ს ესაუბრა.
"ჩვენ ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვინ მიესალმება "პრეზიდენტი" პუტინის ე.წ. გამარჯვებას. საკმაოდ საინტერესო სიაა. არსებობს გაგება, ვინ რა ინტერესებით ხელმძღვანელობს ამ დროს და ვის რა ინტერესები აქვს იმაში, რომ მიესალმოს ამ თანამედროვე ჰიტლერის თითქოსდა ხელახლა არჩევას". - თქვა დანილოვმა.
ამასთან, როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, ბევრ ქვეყანას ავიწყდება, რომ "ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.