დანიის პრინცესა იზაბელა ჯარში წავიდა.
დანიამ სამხედრო სამსახურში დაახლოებით 1,6 ათასი ახალწვეული გაიწვია, მათ შორის ქალები.
ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესების ფონზე, სამსახურის ვადა 4-დან 11 თვემდე გაიზარდა.
იმის მიუხედავად, რომ დანიის ჩვეულებრივი წვევამდელები იღებენ ხელფასსა და კვების კომპენსაციას (დაახლოებით $29,400-ს 11 თვის განმავლობაში), პრინცესამ, სამეფო ტრადიციისამებრ, უარი თქვა ფინანსურ სარგებელზე და სამსახურს სრულად ოჯახის დაფინანსებით გაივლის.
იმავე ყაზარმაში გაიარა სამხედრო მომზადება მისმა უფროსმა ძმამ — ტახტის მემკვიდრე პრინცმა კრისტიანმა.
პირველად ისტორიაში, წვევამდელების ნაწილს გრენლანდიაში გაგზავნიან, სადაც ისინი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს ჩაანაცვლებენ.
2033 წლისთვის დანია გეგმავს ყოველწლიური გაწვევის 7,5 ათას ადამიანამდე გაზრდას.
წელს ჯარში ასევე ჩაირიცხა 19 წლის პრინცესა იზაბელა, მეფე ფრედერიკ X-ის ქალიშვილი.
ის სამსახურს სამეფო გვარდიის ჰუსართა პოლკში გაივლის.




