ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიის პრემიერმინისტრი: უკრაინას საუკეთესო, რაც შეიძლება მივცეთ NATO-ს წევრობაა

დანიის პრემიერმინისტრი: უკრაინას საუკეთესო, რაც შეიძლება მივცეთ NATO-ს წევრობაა
დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გზა იქნება, თუ მოკავშირეები მის NATO-ში გაწევრიანებაზე შეთანხმდებიან:
"უკრაინას საუკეთესო, რაც შეიძლება მივცეთ - ვიცი, რომ ზოგიერთი მოკავშირე ამის წინააღმდეგია - NATO-ს წევრობაა. ის NATO-ს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არასდროს გვექნებოდა, ეს ყველაზე იაფი, ყველაზე მარტივი გზაა ტრანსატლანტიკური ქვეყნების დასაცავად - NATO-ში ყოფნა" - თქვა ფრედერიკსენმა
წინააღმდეგ შემთხვევაში, დანიის პრემიერის აზრით, მოკავშირეებმა უკრაინისთვის ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიები უნდა განიხილონ, რომელიც NATO-ს წევრობის ტოლფასი იქნება.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.