დანიის თავდაცვის მინისტრი - ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას პირველი F-16-ები ზაფხულში გადავცეთ
ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას პირველი F-16-ები ზაფხულში გადავცეთ, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
„არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც იქამდე უნდა დაკმაყოფილდეს, ვიდრე უკრაინა გადაცემულ თვითმფრინავებს გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ზაფხულისთვის, როდესაც პირველი F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას შევძლებთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა.
დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა უკრაინელი პილოტების მომზადების დონესა და უკრაინაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეა დამოკიდებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.