არქივი18 თებერვალი, 2024, 11:07
“გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ” – დანიის პრემიერი
დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი არტილერია უკრაინას გადასცენ.
ფრედერიკსენი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას გადასცენ, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.
“უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ,” – თქვა დანიის პრემიერმინისტრმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.