ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები - გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მა მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები - გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მა მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს

გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მა მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები, მეტე ფრედერიქსენი და იენს-ფრედერიკ ნილსენი ავრცელებენ.
დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს რაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა.
„ჩვენ ეს ადრეც ნათლად გვითქვამს და ახლა კიდევ ერთხელ ვამბობთ: თქვენ სხვა ქვეყნების ანექსიას ვერ მოახდენთ. ჩვენი საერთო ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ველით“, - ნათქვამია გაცხადებაში.
ცნობისთვის, ლუიზიანას შტატის გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრიმ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი პატივია ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს“, - დაწერა ლენდრიმ X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.