ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დანით სხვადასხვა დაზიანება მიაყენა" – შსს-მ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ რ.ხ.-ს.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.ა. შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.