ურთიერთშელაპარაკებისას დაზიანებები მიაყენა – განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

tbl.ge/7h8mშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მცხეთა-მთიანეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – 1973 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს”. – წერს .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამავე თემაზე2 აპრ, 19:41მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს28 მარ, 11:03დუშეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით -მ კაცი დააკავა14 მარ, 10:40დუშეთში მეუღლის თანდასწრებით ადამიანი მოკლეს – 2 პირს ბრალდება წარედგინა5 მარ, 16:48POG: 18 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც სოფელ ჭანიეთში ცოლი სანადირო თოფით მოკლა19 თებ, 10:50რუსთავში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავაკომენტარებიბოლო სიახლეები