დანია NATO-ს მოკავშირეა და მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს - კირ სტარმერი

დანია NATO-ს მოკავშირეა და მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს - კირ სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის გადასაწყვეტია.
„მე დანიის პრემიერ-მინისტრს ვეთანხმები, ის მართალია გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით. გრენლანდიამ და დანიის სამეფომ უნდა გადაწყვიტონ გრენლანდიის მომავალი. დანია ნატო-ს მოკავშირეა და მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს“, – განაცხადა სტარმერმა.
კითხვაზე, ეტყოდა თუ არა ის პრეზიდენტ ტრამპს „ხელები შორს გრენლანდიიდან“, სტარმერმა განაცხადა: „დიახ“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
დანიას მხარდაჭერა ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გამოუცხადა.
1tv.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.