დანიის პრემიერი – მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა – დანია და შესაბამისად გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.
„აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
მისი თქმით, დანია და შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.
„მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ არ იყიდებიან“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.
მეტე ფრედერიკსენმა ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთა, რაც ტრამპის ერთ-ერთი თანაშემწის, სტივენ მილერის მეუღლემ – კეიტი მილერმა – სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: „მალე“.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია, შესაძლოა, აშშ-ის ანექსირებული ნაწილი გახდეს. ფრედერიკსენის აღნიშნული კომენტარების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“