არქივი12 დეკემბერი, 2024, 21:08
„დანია და პარტნიორები კონკრეტულ ზომებზე მუშაობენ“ — დანიის საგარეო საქართველოზე

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოქმედებაა საჭირო საქართველოში ძალადობის შესაჩერებლად.
„საერთაშორისო მოქმედება სწრაფადაა საჭირო, რათა შეჩერდეს სასტიკი ძალადობა ქართველი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, დამნაშავეებმა კი პასუხი აგონ. დანია, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ ზომებზე“, — ნათქვამია მის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.