დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად – დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს

დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

მისი თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

“დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს”, – განაცხადა რასმუსენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში – სწორი იქნება ბრძოლა გავაგრძელო პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით