არქივი1 დეკემბერი, 2023, 04:56
დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდა
როგორია დასაქმებულთა უფლებები საქართველოში - დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდა.
ბექა ფერაძემ, კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, შრომითი უფლებების საკითხები, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში განიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მას 100-მდე მონაწილე ესწრებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.