ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში.
„კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა, ნატო ნათენაძემ და მაია მიქაიამ წარადგინეს პრეზენტაცია შრომის ინსპექციის მანდატის, ინსპექტირების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების, შრომითი მიგრაციის კანონისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.
დისკუსიაში მონაწილეობდა შრომის უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი გიორგი სიმონია.
შეხვედრას 100-მდე მონაწილე ესწრებოდა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!