არქივი27 ივლისი, 2025, 19:23
დაკავებულია ლუკა კურტანიძე, რომელმაც ყოფილ ცოლს სცემა

დაკავებულია ლუკა კურტანიძე, რომელმაც ყოფილ ცოლს სცემა
პოლიციამ ლუკა კურტანიძე დააკავა. ინციდენი დღეს, ქობულეთში მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.