გახარებული ხართ? – ლუკა კურტანიძე ბათუმის სასამართლოში მიიყვანეს

ფოტო – ტვ პირცელი
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მოჭიდავე , ლუკა კურტანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს.
კითხვას, რატომ გაუსწორდა ყოფილ ცოლს ან რა “პროვოკაციაზე” საუბრობს, კურტანიძე პასუხობს: – გახარებული ხართ?
ცნობილია, რომ ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.
იმ შემთხვევაში თუ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ალტერნატივის სახით ის სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ყოფილი დეპუტატის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.