არქივი25 მარტი, 2024, 07:09
დაკავებულია კაცი, რომელმაც ვაზისუბანში მეზობელი ქალი დაჭრა და კიდურები მოატეხა
თბილისში, ვაზისუბანში 30 წლის ქალი მეზობელმა კაცმა დაჭრა და კიდურები მოატეხა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს გულმკერდის, მუცლის, ზურგის ხელების და თავის არეში ათზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული - ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, ხოლო გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.