არქივი25 მარტი, 2024, 00:55
გავრცელებული ცნობით, ვაზისუბანში კაცმა მეზობელი, ახალგაზრდა ქალი დაჭრა
თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.