ჩარიცხვების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მიმდინარე განათლების რეფორმის უარყოფითი ზეგავლენა როგორც აბიტურიენტებზე, ისე სტუდენტებსა და მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემაზე, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ეს ყველას გვეხება – პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად!
ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, შეუერთდეს ჩვენს პეტიციას უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შეჩერებისა და მისი ფართო საჯარო განხილვის მოთხოვნით. ახლა ჩვენი ხმის დაფიქსირების დროა!
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.