დათვლილია ხმების 99.64% - ცესკო

10:30 საათის მონაცემებით, 3111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის შედეგები დათვლილია - ამის შესახებ, ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, დათვლილია ხმების 99.64%.
ცესკოს ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:
· "ქართული ოცნება" - 54.08%
· "კოალიცია ცვლილებებისთვის" გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.92%
· "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10.12%
· "ძლიერი საქართველო" - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.78%
· "გახარია საქართველოსთვის" - 7.76%
საარჩევნო ადმინისტრაცია ოქმებს უცხოეთიდან ელოდება.
"დარჩენილი უბნებიდან ერთი გახლავთ მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი, და მეორე დუშეთის შემთხვევა, საიდანაც ამ დროისთვის არ არის ოქმი მიღებული. დანარჩენი 9 შემთხვევა არის უცხოეთის უბნები, საიდანაც ველოდებით შედეგების გადმოგზავნას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.