“დათვი ეგონა და თოფი ესროლა” – ქარელში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში – სოფელ სამწევრისში 60-წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბრალდებულს პირი დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით მოკლა.
დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა”, – ამბობენ სოფელში.
შემთხვევა მტკვრის სანაპიროზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები სათევზაოდ იყვნენ წასულები. როგორც ირკვევა, გარდაცვლილს ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც “მოზაიკას” ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევა მტკვირს სანაპიროზე მოხდა. გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები მდინარეზე სათევზაოდ იყვნენ წასულები.
“მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა”.
ადგილობრივების ცნობითვე, ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
“ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში” – ამბობენ ადგილობრივები.
სამწევრისში ამბობენ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა.
“არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით, ესროლა”, – უთხრეს “მოზაიკას”
ფაქტების მოკვლევას პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ