„დათვი ეგონა და ესროლა“ – შემზარავი ტრაგედია ქარელში

მკვლელობა შიდა ქართლში – ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ სამწევრისში, გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ამავე სოფლის მცხოვრები 50 წელს გადაცილებული კაცია.
„დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა”, – ამბობენ სოფელში.
შემთხვევა მტკვრის სანაპიროზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები სათევზაოდ იყვნენ წასულები. როგორც ირკვევა, გარდაცვლილს ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
„მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა“
არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით, ესროლა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
VIDEO: „ნაკლებად მჯერა იმ ადამიანების, ქორწილის ნასუფრალიდან რომ მოდიან…“ – ბაგირა მერიემს
მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, შესაძლებელია ზვავები – ნახეთ სინოპტიკოსების გაფრთხილება
VIDEO: ვის უძღვნის ვარსკვლავს, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრთან უხსნიან
„მთელი ვაკე-საბურთალო და ვერა არის ჭორბიურო…“ – რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე