დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კობახიძე არ მიიწვიეს

დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირაკლი კობახიძე არ მიიწვიეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო ოცწლეულში, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის.
“ქართულო ოცნების” მთავრობის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, მიწვევა არ მიუღია არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი. (ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო