არქივი16 იანვარი, 2025, 17:11
მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს, არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს.
უწყებაში არ პასუხობენ კითხვას, იყო თუ არა საქართველო აღნიშნულ ღონისძიებებზე მიწვეული.
ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს უნდა გაიმართოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.