დავით ხაჯიშვილი – ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ – გაუგებარია, რატომ ცვლის ივანიშვილი ერთს მეორით

ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ – გაუგებარია, რატომ ცვლის ივანიშვილი ერთ ირაკლის მეორით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ცვლილებები შიდა განხეთქილებამ გამოიწვია.
„ეს ცვლილებები არაფრის ახლის მომტანი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ირაკლი იქნება თუ მთავრობის ხელმძღვანელი. ჩვენი ხალხისთვის არაფერი შეიცვლება: არც ეკონომიკური მდგომარეობა, არც ღირსეული სამუშაო ადგილები, არც ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდებიან ამის საფუძველზე. ჩვენი ხალხისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სთვის. ეს იყო შიდა განხეთქილება, უთანხმოება და ამის შედეგად ღარიბაშვილი მეორედ გაათავისუფლეს პრემიერის პოსტიდან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ ივანიშვილს არ მოსწონს კორუფცია, ის კორუფციაზე გაზრდილია და თავიდან ბოლომდე შესისხლხორცებული აქვს, ვინც ასე ცხოვრობს, ის მოსწონს, მაგრამ შეიძლება ამან იმ მასშტაბს მიაღწია, რომ შესაძლოა, გაზომეს და ნახეს, რომ ანტირეიტინგი მაღალი აქვთ, მაგრამ გაუგებარია, რატომ ანაცვლებს მას ასევე ყველაზე ანტირეიტინგული კობახიძით. ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ და ამ მომენტში გაუგებარია რატომ ცვლის ერთ ირაკლის მეორით,”- განაცხადა ხაჯიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ