დავით ჩხეიძე: ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს ხალხს და არა ერთ პიროვნებას, თუნდაც უსაშველოდ კეთილს

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
გუშინ უნგრეთში, ვფიქრობ, მოხდა ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი რამ.
მათ შორის წინააღმდეგობის მოძრაობისთვის!
დამარცხდა კოლონიალური მენტალობა საქართველოში, რომელიც ტვინს გვირეცხავდა,
რომ უკრაინაში ომი გარედან დაგეგმილია და უკრაინელებზე არაფერი არ არის დამოკიდებული,
რომ მოვა პრეზიდენტი დ.ტრამპი და საქართველოში ბ.ივანიშვილის რეჟიმს ჩამოაწერს ყველა დანაშაულს,
რომ მთავარია გარედან ძლიერი ძალა გიჭერდეს მხარს – ამერიკა – და არ გერჩოდეს , რომ
უფლება გაქვს შენი საზოგადოება ათრიო პოლიციაში, სასამართლოში, წლობით ქუჩაში დააყენო,
დასცინო, აბუჩად აიგდო,
მათ შორის – საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მეზობელი ერი,
მისი მხარდაჭერისთვის ადამიანებს ტროლები შეასო, ამუნათებინო და ალანძღვინო.
ჩავიდა ვიცე-პრეზიდენტი დ.ჯ.ვანსი, მაგრამ დიდი უმრავლესობით მოიგო უნგრეთის საზოგადოებამ.
უმოქმედობით, სხვისი იმედით, სახლში ჯდომით გამარჯვება არ მოდის.
მოდის კომუნალური გადასახადი საკუთარი სამშობლოთი სარგებლობისთვის.
და მაგ გადასახადს თუ არ იშრომებ, იბრძოლებ დღითიდღე აუტანლად გაგიზრდიან!
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამ შემთხვევაშიც უარყოფითობად შეასრულა დადებითი როლი –
ევროპის გამოღვიძების, გაერთიანების, საზოგადოების დარაზმვის საკუთარი თავის და ღირებულებების დასაცავად, გადასარჩენად.
ხილული მტრისგან!
ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის, და ამ გეგმაში დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლები ცუდად ეწერებიან,
რადგან ისინი აშავებენ ჩვენთან, გარეშე ძალების და ვითარებების გათვალისწინებით.
ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს ხალხს და არა ერთ პიროვნებას, თუნდაც უსაშველოდ კეთილს.
ამიტომ ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო ძლიერი შემართებით!
და გაგრძელდება გამარჯვებამდე!
მშვიდად, მტკიცედ, ბოლომდე…