დიპლომატი დავით ჩხეიძე:
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დაეთანხმა ყველა იმ შეშფოთებას, რომელიც კონგრესმენმა ჯ.უილსონმა გამოთქვა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით, და განაცხადა, რომ წინაპირობები დაყენებულია და ელოდებიან რეჟიმის საპასუხო ნაბიჯებს.
კონგრესმენი ჯ.უილსონი
“ირანისადმი კეთილგანწყობილი რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი, არალეგიტიმური ხელისუფლება – “ქართული ოცნება” – საფრთხეს უქმნიდა ამერიკის შეერთებული შტატების წვდომასა და ინტერესებს რეგიონში.
საქართველოში ჩატარდა გაყალბებული არჩევნები. ამ ფონზე, აღნიშნული ხელისუფლება ხელს უწყობს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) სანქციების გვერდის ავლაში და თეირანისთვის დაწესებული შეზღუდვების თავიდან არიდებაში.
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
“თქვენ მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, წარმოადგენს იმ საკითხებსა და შეშფოთებებს, რომლებიც ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს. მას შემდეგ საქართველოს მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც მიანიშნებს, რომ მათ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრეთ, რას მოითხოვს და რა პირობების შესრულებას საჭიროებს ასეთი გაუმჯობესება. ამ მიმართულებით ვხედავთ გარკვეულ პოზიტიურ პასუხებს და, შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ საქართველოს შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არსებული კურსის შეცვლა და ქვეყნის განვითარების ტრაექტორიის იმ მიმართულებით წარმართვა, რომელიც განსხვავებული იქნება დღევანდელი მდგომარეობისგან.
მათ (თბილისმა) გვკითხეს, რა არის საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად. ჩვენ მათ შესაბამისი პასუხი გავეცით და იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ საფუძველზე შევძლებთ თანამშრომლობის განვითარებას და, შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების მიმართულება, არამედ თავად საქართველოს ქცევისა და მოქმედების ტრაექტორიაც.
