დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კი „მასტერსის თასის“ მეორე ადგილოსანი

ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები – დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე – „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. გუშინ „NASCAR“-ის ევროპის სერიების ვალენსიის ეტაპი დასრულდა, მეორე რაუნდის შემდეგ დავით ქაჯაია „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებული გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი „მასტერსის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა.
დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიის ეტაპის პირველ რაუნდში დავითმა „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა „მასტერსის თასზე“ მეორე ადგილი ერგო სანდროსაც.
ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარის“ დარჩენილ ეტაპზეც მიიღებენ მონაწილეობას.
ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს