ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით ქაცარავას პარტიას „ჩვენ“ ერქმევა - ცნობილია, ვინ იქნებიან წევრები

„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, ძალის, ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. „ჩვენ“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის“, - თქვა დავით ქაცარავამ.
პარტიის წევრებს შორის არიან:
· ხატია ბაკურაძე - "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მონაწილე;
· კახა გოგიძე - მსახიობი, რეჟისორი;
· ლაშა ქვლივიძე - აქტივისტი;
· მიხეილ რამიშვილი - ადვოკატი;
· გიგიშა პატარიძე - პოლიტოლოგი;
· აკია ბარბაქაძე - სამხედრო ექსპერტი.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილი არჩევნებზე ერთიანი სიით გავა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.